მიმდინარე წლის 15-19 ივნისის ჩათვლით, ურეკში ნორჩ ფეხბურთელთა ტურნირი მიმდინარეობდა, სადაც 12 გუნდი ორ ჯგუფად იყო დაყოფილი.
ნორჩ ფეხბურთელთა ტურნირში მონაწილეობდნენ -“ოდიში 1919, “ტორპედო1” ქუთაისი, “ტორპედო 2” ქუთაისი, “სერვალი” ქუთაისი, “ბორჯომი”, “ჩელე აკადემია”. “მახინჯაური” ბათუმი, “სერვალი 2” ქუთაისი, “დელფინები ბათუმი, “იმერი” ქუთაისი და “კვარტალი” ბათუმი.
ნორჩმა ოდისელებმა ჯგუფური ეტაპზე კარგად იასპარეზეს – მათ დაამარცხეს ქუთაისის “სერვალი 2” -4:2, “იმერი” ქუთაისი 9:0, ხოლო თბილისი “კვარტალთან” მატჩი ფრედ 0:0 დაასრულეს – ორ შეხვედრაში კი დამარცხდნენ -ქუთაისის “ტორპედო2” -0:1, ბათუმის “დელფინები” – 0:2.
დღეს ნორჩი ოდიშელები 5-6 ადგილებისთვის ბრძოლაში, ქუთაისის “ტორპედო 1”-ს შეხვდნენ და 3;0 დამარცხდნენ. ტურნირში ჩვენი ნორჩი გუნდი მეექვსე ადგილზე გავიდა.
ამ ტურნირში დაწესებული სხვადასხვა პრიზებიდან ერთ-ერთს ნორჩი ოდიშელი დაეუფლა. ტურნირი საუკეთესო გოლის ავტორის პრიზი, გიორგი კაკულიას გადაეცა.