მეთორმეტე ტურის მატჩი გამართეს ოდიშელთა ათწლამდელებმა და ზედაეწერის სტადიონზე, ხობის “კოლხეთს” უმასპინძლეს. ასაკის მიუხედავად თამაში მართლაც საინტერესოდ წარმართეს ნორჩმა ფეხბურთელებმა და სცენარიც შესაბამისად იცვლებოდა.
ანგარიში გიორგი კაკულიამ გახსნა დ ოდიში წინ გავიდა. ამის შემდეგ ხობელებმა გათანაბრება შესძლეს და პირველი ტაიმიც 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში უკვე ხობელები დაწინაურდნენ, თუმცა ცოტა ხანში არჩილ აკობიას ტექნიკური თამაშის შედეგად, ოდიშელებმა წონასწორობა აღადგინეს. შეხვედრის ბოლო წუთზე კი, ხობელებმა კვლავ მოახერხეს წინ გასვლა და თამაშის მოგებაც.
მეცამეტე ტურის მატჩს ნორჩი ოდიშელები, 15 ივნისს გასვლაზე ბათუმის “აკადემია”-ს წინააღმდეგ გამართავენ.