ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, ოდიშელთა ათწლამდელებმა მეცამეტე ტურის მატჩი ბათუმში “აკადემია”-ს წინააღმდეგ გამართეს. შეხვედრა ზღვისპირელებმა 2:1 მოიგეს.
სამივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. თავდაპირველად აჭარული გუნდი ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, თუმცა ოდისელებმა მალევე სხვაობა შეამცირეს. ზღვისპირელთა კარში გოლი ანდრია ჭაჭუამ გაიტანა.