ოდიშელთა თორმეტწლამდელებმა, მეთორმეტე ტურის შეხვედრაში, რუხის ტექნიკურ ცენტრში, გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს ფოთი-1-ს უმასპინძლეს და მეტოქეს პირველი მარცხი აგემეს.
პირველი ტაიმის ნულოვანი ფრის შემდეგ, მასპინძლებმა მეორე ნახევარში ანგარიში სწრაფად გახსნეს და გოლი ილია ოყუჯავამ გაიტანა. ცოტა ხანში ზღვისპირელებმა ანგარიში გაათანაბრეს.
ამის შემდეგ ინიციატივას ისევ ოდიშელები დაეუფლნენ და ილია ოყუჯავამ მეორედ აიღო მერტოქის კარი. ოყუჯავამ დუბლი შეასრულა და მატჩის გმირიც გახდა. ოდიშელებმა მეტოქე 2:1 დაამარცხეს.