⚽️ ოდიშელთა ჩვიდმეტწლამდელებმა მეორე ტურის მატჩი, ზედაეწერის სტადიონზე, გორის “დილა”-ს წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე 2:1 დაამარცხეს.
⚽️ ოდიშელთა გოლეადორმა, გოჩა ბენდელიანმა ამჯერადაც თავი გამოიჩინა და მასპინძელი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ დიმიტრი ხუბულავამ ანგარიში ორამდე გაზარდა, თუმცა მსაჯმა ტამაშგარე დააფიქსირა. სტუმარმა გუნდმა ინტრიგა პირველივე ტაიმში დააუბრუნა, როცა წონასწორობა აღადგინა.
⚽️ მეორე ნახევარში ორთაბრძოლები გაგრძელდა და გოჩა ბენდელიანი მატჩის გმირი აღმოჩნდა, როცა მან პენალტის ნიშნულიდან ოდიშელები კვლავ დააწინაურა, რაც სამქულიანი გახდა.
Share

Leave a Reply