⚽️ ჭაბუკთა ელიტ ლიგაში ათწლამდე გუნდებმა მეოთხე ტურის შეხვედრები გამართეს. ვინაიდან, ამ ჯგუფში შვიდი გუნდი ასპარეზობს, ნორჩმა ოდიშელებმა წინა ტური გამოტოვეს და დღეს რუხის ტექნიკურ ცენტრში, მარტვილის საფეხბურთო აკადემიის გუნდს შეხვდნენ.
⚽️ ნორჩ ფეხბურთელთა პაექრობა, სტუმრთა დაწინაურებით დაიწყო და უკვე პირველ ტაიმში, ჭყონდიდელები ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ. პირველი ნახევრის დასრულებამდე ანდრია გოგოხიამ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა და გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.
⚽️ მეორე ტაიმის საწყის წუთებში ისევ მარტვილელები დაწინაურდნენ და უკვე უპირატესობა ორბურთიანი გახდა. სხვაობა მეორე გატანილი გოლით, ანდრია როგავამ შეამცირა, ხოლო საჯარიმო დარტყმის შემდეგ კობა შულაიამ ანგარიში გაათანაბრა -3:3.
⚽️ ანდრია როგავამ კვლავ გამოიჩინა თავი, დუბლი შეასრულა და ოდიშელები წინ გავიდნენ, ხოლო ანდრია ჭაჭუამ ბოლო მეხუთე გოლით სამი ქულა გააფორმა.
Share

Leave a Reply