⚽️ ოდიშელთა თოთხმეტწლამდელები სრული სვლით აგრძელებენ ასპარეზობას და მორიგი ტურის შეხვედრაც სამქულიანით დაასრულეს. დღეს ახალბედა ოდიშელებმა, გასვლაზე აბაშის “ზანა”-ს წინააღმდეგ ითამაშეს და მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლიეს.
⚽️ ერთადერთი და გამარჯვების გოლი მეტოქის კარში, მეორე ნახევრის ბოლოსკენ ირაკლი ბელქანიამ გაიტანა. ამჯერად ოდიშელები გათამაშების ერთპიროვნული ლიდერები არიან.
⚽️ მომდევნო ტურის მატჩს ოდიშელები გამოტოვებენ ხოლო, მეორე წრის პირველ შეხვედრას ისინი 27 ივნისს გასვლაზე, ბათუმში “ბაკური”-ს წინააღმდეგ ითამაშებენ.
Share

Leave a Reply