⚽️ ოდიშელთა თორმეტწლამდელებმა, ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, ბოლოს წინა ტურის შეხვედრა გასვლაზე, ოზურგეთის “მერცხალი 1”-ის წინააღმდეგ გამართეს. ნორჩმა ოდიშელებმა გურულები გასვლაზე, მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
⚽️ ერთადერთი გოლი მეტოქის კარში დემეტრე იზორიამ გაიტანა. ნორჩმა ფეხბურთელმა კი, ყველაფერი ჩინებულად გააკეთა და გოლიც, მართლაც ეფექტური იყო.
⚽️ სეზონის ბოლო ტურის შეხვედრას ნორჩი ოდიშელები ისევ გურულების წინააღმდეგ გამართავენ და ამჯერად უკვე, ოზურგეთის “მერცხალი 2”-ს საკუთარ მოედანზე მიიღებენ. ეს შეხვედრა 14 დეკემბერს გაიმართება.
Share

Leave a Reply