⚽️ მეათე ტურის შეხვედრა გამართეს ოდიშელთა თოთხმეტწლამდელებმა, ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში და ს.კ. “ჯვარი”-ს წინააღმდეგ, თამაში ფრედ 2:2 დაასრულეს.
⚽️ პირველი ტაიმის შუაწელისკენ, ნიკოლოზ თუთბერიძემ ოდიშელები დააწინაურა. გოლი კი, ნიკოლოზ ტუღუშის ფლანგურ გარღვევას მოჰყვა და თუთბერიძემაც შეტევა შედეგიანად დაასრულა. ტაიმის ბოლოსკენ ჯვარელებმა წონასწორობა აღადგინეს.
⚽️ მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე მასპინძლები გავიდნენ წინ -გაშვებულ გოლს სტუმრებმა ცოტ ხანში უპასუხეს. ამ ეპიოზდში ოდიშელებმა როლები გაცვალეს და ამჯერად, ნიკოლოზ თუთბერიძის გარღვევა, ნიკოლოზ ტუღუშმა გამთანაბრებელი გოლით დააგვირგვინა -2:2.
⚽️ მეთერთმეტე ტურის მატჩს ოდიშელები 6 ივნისს გამართავენ და რუხის ტექნიკურ ცენტრში, ხობის “კოლხეთს” უმასპინძლებენ.
Share

Leave a Reply