⚽️ ჭაბუკთა ელიტ-ლიგის გათამაშებაში, მეორე ტურის შეხვედრა ოდიშელთა თოთხმეტწლამდელებმა, გასვლაზე “სამტრედია”-ს წინააღმდეგ ითამაშეს და მათ მეტოქე დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს.
⚽️ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა სტუმრებმა დასაწყისიდანვე მოპივეს და მთლიანობაში შედეგშიც ასახეს. პირველი ნახევარი ოდიშელებმა სამბურთიანი უპირატესობით მოიგეს. ანგარიში გიგა ნაყოფიამ გახსნა, რის შემდეგაც ოდიშელებს სოლიდური უპირატესობა, მეორე გოლით ირაკლი ბელქანიამ მისცა. ბელქანიამ პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა, როცა იმერელთა კარი მესამედ აიღო.
⚽️ სტუმართა უპირატესობა მეორე ტაიმშიც საგრძნობი იყო და უკვე მეოთხე გოლით, თავი რუსლან კვაშილავამ გამოიჩინა. დავით კვარაცხელიამ კი, მასპინძელთა კარის ბადე მეხუთედ შეარხია და მატჩიც ამ ანგარიშით დასრულდა -0:5.
⚽️ მესამე ტურის შეხვედრას ოდიშელთა თოთხმეტწლამდელები 11 აპრილს, რუხის ტექნიკურ ცენტრში გამართავენ და ოზურგეთის “მერცხალს” მიიღებენ.
Share

Leave a Reply