ოდიშელთა თოთხმეტწლამდელებმა, დღეს მორიგი მეთერთმეტე ტურის შეხვედრა გამართეს და ხობის “კოლხეთს” უმასპინძლეს.
ახალბედა ოდიშელებმა ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშეს და მეტოქე 3:1 დაამარცხეს, თუმცა პირველ ნახევარში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მალევე ახალბედა ოდიშელებმა კარგი კომბინაციით უპასუხეს – გიორგი კემულარიამ გამჭოლი გადაცემა გააკეთა ირაკლი ბელქანიას მისამართით, რომელმაც ნიკოლოზ ტუღუში მოძებნა, თავად ტუღუშმა დრიბლინგით ყველას აჯობა და ლამაზი გოლიც გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე, სანდრო ხარებავამ ოდიშელები წინ გაიყვანა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე ოთო თორდიამ მესამედ აიღო მეტოქის კარი და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
მეთოთხმეტე ტურის მატჩს ოდიშელები, 13 ივნისს გასვლაზე აბაშაში “ზანა”-ს წინააღმდეგ გამართავენ.