
ხობში მიმდინარე, ვეტერანი ფეხბურთელის მელორი ზარქუას სახელობის ტურნირი დასასრულს უახლოვდება. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა და ნახევარფინალისტებიც გამოვლინდნენ. ოდიშელთა თოთხმეტწლამდელებს ნახევარფინალში გასასვლელად, მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ და მათ, მესამე ტურის შეხვედრაში “იუვენტუსი აკადემია” წალენჯიხის გუნდს, დამაჯერებლად 3:1 მოუგეს.