იმერეთის ღია ჩემპიონატის, რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებაში, ოდიშელთა თექვსმეტწლამდელებმა მეათე ტურის შევედრა გამართეს და ბ ჯგუფის ლიდერს, “ზანა” მარტვილს უმასპინძლეს. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველ ნახევარში ჭყონდიდელები დაწინაურდნენ და თამაშის ნახევარი მათი მოგებით დასრულდა. მეორე ტაიმში კი მალხაზ გოგოხიამ წონასწორობა აღადგინა. აბსოლუტურად განსხვავებული იყო მასპინძელთა თამაში მეორე ნახევარში. მათ ორი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ და შანსი თამაში სამი ქულით დაესრულებინათ, თუმცა რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
მეთერთმეტე ტურის შეხვედრას ოდიშელთა თექვსმეტწლამდელები, 14 ივნისს გასვლაზე ვანის “სულორი”-ს წინააღმმდეგ გამართავენ.