ოდიშელთა თექვსმეტწლამდელებმა, დღეს იმერეთის ღია ჩემპიონატის, რამაზ შენგელიას სახელობის თასზე მორიგი მეშვიდე ტურის მატჩი გამართეს გასვლაზე და სპორტ-სკოლა ჭიათურის გუნდს დაუპირისპირდნენ.
მძიმე ორთაბრძოლების მიუხედავად, სეხვედრა უგოლოდ დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. თამაშის სცენარი კი არც თუ მშვიდ ფონზე მიმდინარეობდა -უფრო მეტიც, ხისტი და დაძაბული თამაშის შედეგად, მსაჯს ოთხჯერ მოუწია წითელი ბარათის ჩვენებამ და ორ-ორი ფეხბურთელი ორივე გუნდიდან გააძევა.
მერვე ტურის მატჩს ოდიშელთა თექვსმეტწლამდელები, 24 მაისს საკუთარ სტადიონზე გამართავენ და ცხრილის ლიდერს, ბათუმის “დინამო 1”-ს უმასპინძლებენ.