ქუთაისში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში მიმდინარე, თამაზ კოსტავას სახელობის ტურნირი ფინიშისკენ მიდის და ჯგუფური ეტაპები სრულდება. დღეს ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა მესამე მატჩი, წყალტუბოს “სამგურალი”-ს წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე 3:1 დაამარცხეს. ამ მოგებით ნორჩი ოდიშელები ნახევარფინალში გავიდნენ.
დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში გიორგი კუხალეიშვილმა გახსნა, რის შემდეგაც იმერლებმა ანგარიში გაათანაბრეს. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარში ოდიშელები ისევ დაწინაურდნენ და გატანილი გოლით თავი, გიორგი კაკულიამ გამოიჩინა. მესამე გოლი ანდრია ლეჟავამ გაიტანა და ნახევარფინალის საგზურს წერტილი დაუსვა.
ნახევარფინალური შეხვედრები დღეს გაიმართება და ოდიშელთა მეტოქეც გარკვეულია. ნახევარფინალში ერთმანეთს თანაქალაქელები “ოდიში 1919” -“ბაია” შეხვდებიან. მატჩი ოდნავ მოგვიანებით დაიწყება.