⚽️ ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა მერვე ტურის შეხვედრა, გასვლაზე ხობის “კოლხეთი”-ს წინააღმდეგ გამართეს და ოთხი უპასუხო გოლით, მორიგი სამი ქულა მოიპოვეს.
⚽️ ხობელთა კარში პირველი გოლი დემეტრე იზორიამ გაიტანა. მომდევნო ჯერზე მამუკა ჭანტურიამ, მეორედ აიღო მეტოქის კარი. შესვენებამდე, კობა შულაიამ მესამე გოლით ფაქტობრივად მატჩის ბედი გადაწყვიტა, მაგრამ ეს საბოლოო შედეგი არ ყოფილა.
⚽️ მეორე ნახევარში ისევ სტუმრები უტევდნენ და უკვე კობა შულაიამ მეოთხედ შეარხია მეტოქის კარის ბადე-თვითონ დუბლი შეასრულა. ეს გოლი ბოლო აღმოჩნდა და ნორჩმა ოდიშელებმა გასვლაზე 4:0 მოიგეს.
Share

Leave a Reply