⚽️ მეორე ტურის შეხვედრა გამართეს ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა დღეს და გასვლაზე “ბათუსი” ბათუმის წინააღმდეგ ითამაშეს. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
⚽️ პირველ ნახევარში ზღვისპირელები დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმის დასრულებამდე ოდიშელთაგან, კობა შულაიამ ანგარიში გაათანაბრა.
⚽️ მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე, კვლავ მასპინძლები გავიდნენ წინ, მაგრამ სტუმრებმა ისევ აღადგინეს სტატუსქვო. დემეტრე იზორიამ გამთანაბრებელი გოლი გაიტანა, რაც შეხვედრის საბოლოო შედეგიც გამოდგა – 2:2.
⚽️ მომდევნო მესამე ტურის მატჩს ნორჩი ოდიშელები, 7 აპრილს გამართავენ და “ხელვაჩაურს” უმასპინძლებენ.
Share

Leave a Reply