⚽️ ჭაბუკთა ელიტ -ლიგის გათამაშებაში მორიგი ტურის შეხვედრა გამართეს ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა, ხელვაჩაურის საფეხბურთო სკოლის წინააღმდეგ. ნორჩმა ოდიშელებმა იმავე ანგარიშით მოიგეს, რაც ერთი წლით უფროსმა გუნდმა ცოტა ხნის წინ დააფიქსირა -3:1.
⚽️ თერთმეტწლამდელებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს და ფაქტობრივად სამი ქულა, თამაშის ნახევარშივე ჩაიწერეს. ანგარიში ნიკოლოზ ხარებავამ გახსნა, მეორე გოლი ანდრია ლეჟავას ანგარიშზეა, ხოლო მესამე გატანილი გოლით, თავი დემეტრე იზორიამ გამოიჩინა.
⚽️ სტუმრებმა მეორე ტაიმში ერთი გოლი გაიტანეს და თამაშიც ამ ანგარიშით დასრულდა -3:1.
Share

Leave a Reply