⚽️ ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, ცამეტწლამდე გუნდებს შორის ჯერ მხოლოდ სამი ტურია ჩავლილი, თუმცა პირველობისთვის მებრძოლი გუნდების, საწყისი კონტურები უკვე გამოიკვეთა. რუხის ტექნიკურ ცენტრში ლიდერთა შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც ოდიშელებმა, “ბაია”-ს უმასპინძლეს. წინა ორი ტურის შემდეგ ორივე გუნდს 6-6 ქულა ჰქონდათ და მატჩი საინტერესოდ ამ მხრივაც წარიმართა. შეხვედრა ოდიშელებმა 4:1 მოიგეს.
⚽️ პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში გაილია, თუმცა ნომინალური მასპინძლები პირველივე ტაიმში დაწინაურდნენ. გოლი საბა ხუხუამ გაიტანა.
⚽️ მეორე ნახევრის დასაწყისშივე, გიორგი ტაბაღუას წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა. თერთმეტრიანი უშეცდომოდ დაზარალებულმა შეასრულა და ოდიშელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა. ცოტა ხანში ბაიას კარის მიმართულებით ისევ პენალტი დაინიშნა. ანდრია დაგარგულიასთან უხეში თამაშისთვის დანიშნული თერთმეტრიანი, გოლად დავით ანთიამ აქცია და მან, ანგარიში სამამდე გაზარდა.
⚽️ ამის შემდეგ ბაიელებმა სხვაობა ორბურთამდე შეამცირეს და მეტი ინტერესი შესძინეს შეხვედრას, თუმცა დათა ჭითანავამ მეოთხე გოლით შეხვედრას წერტილი დაუსვა – 4:1.
Share

Leave a Reply