ჭაბუკთა ელიტ ლიგაში თერთმეტწლამდე გუნდებს შორის, გამოსარჩევი თამაში თანაქალაქური გუნდების “ბაია-ოდიში 1919”-ის დაპირისპირება გამოდგა. ვიდრე სათამაშო დეტალებს გაგაცნობთ, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე კლუბიდან მართლაც მომავალი ფეხბურთელები იზრდებიან.
რაც შეეხება შეხვედრას – თამაში ბაიას ბაზაზე გაიმართა და მატჩის საწყისი წუთები ნომინალური მასპინძლებისთვის იდეალური გამოდგა, როცა ისინი თორმეტწუთიან ინტერვალში 3:0 იგებდნენ. ამის შემდეგ უკვე ნორჩმა ოდიშელებმა ფხიანად შეუტიეს და ალექსანდრე მოლაშხიამ სხვაობა ორბურთამდე შეამცირა. შემდეგ ჯერზე კი, ალექსი ნაყოფიამ სხვაობა მინიმუმადე დაიყვანა, ხოლო პირველი ნახევრის დასრულებამდე იმავე ნაყოფიამ წონასწორობა აღადგინა -3:3. ალექსი ნაყოფიამ კი, დუბლი შეასრულა.
მეორე ნახევარში ნორჩმა ფეხბურთელებმა ნამდვილი ორთაბრძოლა გააგრძელეს, თუმცა მაკარ აქუბარდიას შეგირდები უფრო ზუსტნი აღმოჩნდნენ. დემეტრე იზორიამ მეოთხედ აიღო მეტოქის კარი და საკუთარი გუნდის აქტივს სამი ქულა შესძინა -3:4.