⚽️ ვერცხლის ლიგის გათამაშების ქვედა ჯგუფში, ოდიშელთა თხუთმეტწლამდელებმა დღეს, რუხის ტექნიკურ ცენტრში, მეორე ტურის შეხვედრა გამართეს და მათ, წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლეს. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ოდიშელთა მოგებით 6:3 დასრულდა.
⚽️ უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძლებმა, საკმაოდ დიდი უპირატესობით მოიგეს და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს – კიდევ უფრო აღნიშვნის ღირსია ოდიშელი ანდრია ვარდანია, რომელმაც ოთხივე გოლი საკუთარ აქტივს მიამატა და მან პოკერი შეასრულა. ანდრია ვარდანია ამ ასაკისთვის შეიძლება ითქვას პატარაა და იგი, ერთი წლით უფროსთანაგუნდელებთან ასპარეზობს.
⚽️ მეორე ნახევარში, მეხუთე გოლი გიგა ნაყოფიამ გაიტანა, ხოლო მეექვსედ მეტოქის კარი გიორგი ქარაიამ აიღო. იმერლებმა მეორე ტაიმში, სამი გოლის გატანა შესძლეს.
⚽️ მესამე ტურის შეხვედრას, ოდიშელთა თხუთმეტწლამდელები 18 ოქტომბერს გასვლაზე, თენგიზ სულაქველიძის აკადემიის გუნდის წინაღმდეგ გამართავენ.
Share

Leave a Reply