⚽️ მეთორმეტე ტურის მატჩი გამართეს ოდიშელთა ათწლამდელებმა და ზედაეწერის სტადიონზე, ხობის “კოლხეთს” უმასპინძლეს. ასაკის მიუხედავად თამაში მართლაც საინტერესოდ წარმართეს ნორჩმა ფეხბურთელებმა და სცენარიც შესაბამისად იცვლებოდა.
⚽️ ანგარიში გიორგი კაკულიამ გახსნა დ ოდიში წინ გავიდა. ამის შემდეგ ხობელებმა გათანაბრება შესძლეს და პირველი ტაიმიც 1:1 დასრულდა.
⚽️ მეორე ნახევარში უკვე ხობელები დაწინაურდნენ, თუმცა ცოტა ხანში არჩილ აკობიას ტექნიკური თამაშის შედეგად, ოდიშელებმა წონასწორობა აღადგინეს. შეხვედრის ბოლო წუთზე კი, ხობელებმა კვლავ მოახერხეს წინ გასვლა და თამაშის მოგებაც.
⚽️ მეცამეტე ტურის მატჩს ნორჩი ოდიშელები, 15 ივნისს გასვლაზე ბათუმის “აკადემია”-ს წინააღმდეგ გამართავენ.
Share

Leave a Reply