კონკურენტთა შეხვედრა იმერლებმა მოიგეს- ბრძოლა გრძელდება
სააღდგომო დღესასწაულით გამოწვეული მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა 4-ის, თეთრ ჯგუფში მოასპარეზე გუნდებმა მეექვსე ტურის შეხვედრები გამართეს. ტურის ცენტრალური მატჩი, ზესტაფონის „დავით აბაშიძის“ სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც უშუალო კონკურენტები „ზესტაფონი“ და „ოდიში 1919“ დაუპირისპირდნენ.
ამ ჯგუფში დღემდე ორი გუნდი იყო, რომლებსაც ცხრილის გრაფაში წაგება არ ჰქონდათ, თბილისის „დინამო 2“ და ზუგდიდის „ოდიში 1919“. დღევანდელ შეხვედრას კი ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს სწორედ მეგრულ-იმერული გუნდები ინაწილებენ.
დასაწყისიდანვე შეიქმნა მომენტები – თავდაპირველად მასპინძლებმა შექმნეს ხიფათი, რასაც ზედიზედ ორჯერ დიმიტრი თუთბერიძის ინდივიდუალური თამაში მოჰყვა და ორივეჯერ ზესტაფონელთა კიპერმა, ბაჩო მიქავამ ზუსტად ითამაშა.
შეხვედრის მეათე წუთზე, მასპინძლები ლაშა ნანობაშვილმა დააწინაურა, რასაც ხუთ წუთში ჯუმბერ ხმელიძემ მეორე გოლი მიაყოლა და მასპინძლები, თხუთმეტწუთიან იტერვალში სოლიდურად დაწინაურდნენ. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა სხვაობის შემცირება მალევე მოახერხეს და იმერელთა კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი, დავით ციცხვაიამ ზუსტად შეასრულა -1:2.
მეორე ნახევრის საწყისი წუთები, იმერლებისთვის ზუსტი და შედეგიანი გამოდგა, თუმცა საწყის წუთებშივე ოდიშელებმა გათანაბრების რეალური შანსი ვერ გამოიყენეს. არავინ უწყის მატჩის შედეგი როგორ დამთავრდებოდა, ლაშა კუკავას უძლიერესად დარტყმული ბურთი, რომ მეტოქის კარში გასულიყო, თუმცა ამ ეპიზოდში ზესტაფონელთა მეკარის, ბაჩო მიქავას ჩინებული თამაში არის გამოსარჩევი, რომელმაც ნახტომში ბურთი მოიგერია და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. სწორედ ამის შემდეგ, მალევე ამოქმედა ის დაუწერელი კანონი და მასპინძლებმა მესამედ აიღეს მეტოქის კარი. ამჯერადაც გატანილი გოლით ჯუმბერ ხმელიძე გამოირჩა და მან დუბლი შეასრულა. მოგების შემდეგ იმერლები ქულებით, ზუგდიდელებს გაუთანაბრდნენ და როგორც აღვნიშნეთ, ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს ისინი ინაწილებენ.
მომდევნო მეშვიდე ტურის მატჩს, ზუგდიდის „ოდიში 1919“, 10 მაისს საკუთარ სტადიონზე გამართავს და ქედის „ბეთლემს“ მიიღებს.
ეროვნული ლიგა 4 – VI ტური
„ზესტაფონი“ – „ოდიში 1919“- 3:1
ზესტაფონი, „დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი“ – 5 მაისი
გოლი: ლაშა ნანობაშვილი (10-ე წთ), ჯუმბერ ხმელიძე (15-ე წთ), დავით ციცხვაია (პენ.23-ე წთ), ჯუმბერ ხმელიძე (58-ე წთ)

Leave a Reply