მატჩის შესახებ

“საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-ის პირველი ტურის მატჩი ს/კ „ ოდიში 1919“-სა და თბილისის ს/კ „ვიტ ჯორჯია 2“-ს შორის, მასპინძელთა მოგებით 1:0 დასრულდა. ბესიკ შეროზიას შეგირდებმა მეტოქის კარის აღება მეორე ტაიმში მოახერხეს, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელთა გუნდი დომინირებდა. პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ლაშა კუკავას არაერთხელ მიეცა, თუმცა მისი დარტყმული მიზანს ასცდა და სტუმართა მეკარეც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. მთელი თამაშის განმავლობაში მასპინძელ გუნდს აშკარა უპირატესობა ჰქონდა და შედეგიც ლოგიკური გახლდათ. მეტოქის კარის აღება მასპინძლებმა მეორე ტაიმში მოახერხეს და ერთადერთმა გოლმა ოდიშურ გუნდს სამი ქულა მოუტანა. მეტოქის კარის აღება კი, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ლევან წურწუმიამ მოახერხა

Leave a Reply