ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგა 4-ის წითელ ჯგუფში, მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. ამ ტურში ყველაზე დაძაბული და საინტერესო მატჩი, თბილისის „იბერია“-ს და გათამაშების ლიდერის, ზუგდიდის „ოდიში 1919“-ს გუნდებს შორის გამოდგა.

საწყისი წუთები მასპინძლებისთვის შედეგიანობით გამოირჩა და უკვე , ზუგდიდელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რასაც სტუმართა მხრიდან პროტესტი მოჰყვა და შეიძლება ითქვას სამართლიანად, ვინაიდან მთავარი არბიტრის გადაწყვეტილება მოულოდნელიც კი იყო, მაგრამ გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. შეხვედრის 8-ე წუთზე, პენალტის ნიშნულიდან ზუსტი დარტყმით, თენგიზ ჩიკვილაძემ დედაქალაქელები დააწინაურა.

პირველ ნახევარში, სტუმართა კარის მიმართულებით მსაჯმა შოთა ქუხილავამ, მეორე პენალტი დანიშნა. ამჯერად პენალტის ნიშნულთან შოთა დავლაშელიძე მივიდა და მის დარტყმული, ზუგდიდელთა კიპერმა, მანუჩარ ივარდავამ მოიგერია, თუმცა დასწრებაზე დავლაშელიძემ ივარგა და მეორედ აიღო ზუგდიდელთა კარი.

მეორე ნახევრის სათამაშო სცენარი კი რადიკალურად განსხვავებული და დაძაბული გამოდგა. მასპინძლებმა, რომლებიც შედეგიდან გამომდინარე უპირატესობას ფლობდნენ, სტუმართა უკანა ხაზის შეცდომით ისარგებლეს და ანგარიში გაასამეს – გოლი კი, კვლავ დავლაშელიძემ გაიტანა. ამით მასპინძლებმა თითქოს მატჩის ბედი გადაწყვიტეს, თუმცა ამის შემდეგ მოვლენები დედაქალაქელთა საპირისპიროდ განვითარდა.

შეხვედრის 61-ე წუთზე, ოდიშელთა მხრიდან ზურაბ მალანიამ, შორეული დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და სხვაობა შეამცირა. გატანილი გოლიდან ორ წუთში კი, ლაშა გოგონაიამ სხვაობა ერთ ბურთამდე დაიყვანა და თამაშს ინტრიგა დაუბრუნა. ცოტა ხანში კი, სტუმართა შეტევა, ზურაბ მალანიას გადაცემით გაგრძელდა და ლაშა კუკავამ გოლით დააგვირგვინა, რითაც წონასწორობა აღადგინა.

სათამაშო სცენარის ასე განვითარებას, ყველაზე ნაკლებად ალბათ მასპინძლები ელოდნენ, თუმცა ბოლოსკენ ქულის გადარჩენაზე მოუწიათ ბრძოლა – სტატუსქვოს აღდგენის შემდეგ, ზუგდიდელებმა აქტიურად შეუტიეს და გიგა გაბეჩავას დარტყმული ბურთი ძელმა მოიგერია, ხოლო მორიგ ჯერზე შახი თოლორაიას, მცირედი დააკლდა მატჩის გმირი გამხდარიყო. ბოლო წუთებში, უკვე დიმიტრი თუთბერიძემ იაქტიურა, თუმცა გოლი არ გასულა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა – ოდიშელებმა კი, მოპოვებული ქულით ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნეს. მომდევნო მეოთხე ტურის მატჩს, „ოდიში 1919“, საკუთარ სტადიონზე გამართავს და 18 სექტემბერს, „დიდუბე 2014“-ს მიიღებს.

ეროვნული ლიგა 4 – წითელი ჯგუფი

„იბერია“ – „ოდიში 1919“- 3:3

თბილისი, „ვარკეთილი“-ს სტადიონი – 11 სექტემბერი

გოლი: ჩიკვილაძე (პენ. 8-ე წთ), დავლაშელიძე (27-ე წთ), დავლაშელიძე (54-ე წთ), მალანია (61-ე წთ),

Leave a Reply