ფრე – მერვე ტურში
„ვიტ ჯორჯია 2“ 1:1 „ოდიში 1919“
დღევანდელი შეხვედრა ზუგდიდელებს, ლოგიკურად სამი ქულით უნდა დაესრულებინათ,
თუმცა საგოლე მომენტების ვერ გამოყენებით, ისინი ქულას გამორჩნენ. თბილისის
„ვიტჯორჯია 2“-სა და „ოდიში 1919“-ის გუნდებს შორის მატჩი, სტუმართა აქტიურობით
დაიწყო და ლაშა კუკავას საწყის წუთებში ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა
ბურთი ძელს მოხვდა. ამის შემდეგ უკვე დიმიტრი თუთბერიძე უნდა გამხდარიყო პირველი
გოლის ავტორი, მაგრამ მას სიზუსტე დააკლდა.
ზუგდიდელთა შემტევმა ლაშა კუკავამ მალევე პენალტი გამოიმუშავა, როცა მის წინააღმდეგ
წესები დაარღვიეს – თერთმეტრიანი ზუსტად ზურაბ მალანია შეასრულა და საკუთარი გუნდი
წინ გაიყვანა.
მასპინძლებმა ამის შემდეგ შეუტიეს ფხიანად და გაშვებული გოლიდან, მცირე დროში
დედაქალაქელებმაც თერტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს. პენალტის ნიშნულიდან
ბურთი ლევან ბოტკოველმა კარში გადაგზავნა, მაგრამ მას ზუგდიდელთა კიპერმა, მანუჩარ
ივარდავამ აჯობა და არ გაატანინა. პირველ ტაიმში სხვა დასამახსოვრებელი არაფერი
მომხდარა.
მეორე ტაიმი ორთაბრძოლებით განახლდა და მალევე მასპინძლებმა იხეირეს. შეცვლაზე
შემოსულმა ამირან ძაგანიამ, ანგარიში გაათანაბრა. ამის მიუხედავად, შეხვედრის ბოლომდე
სტუმრებმა არაერთი საგოლე მომენტი ვერა გამოიყენეს. ლაშა კუკავას და შახი თოლორაიას
შედეგის შეცვლამდე სულ მცირედი დააკლდათ, ხოლო ლაშა გოგონაიას დარტყმულმაც
მიზანს ვერ უწია. ცოტა ხანში ბაკურ გაბედავამ შორეული დარტყმით სცადა გარდატეხის
შეტანა, მაგრამ მეკარემ ივარგა.
დიმიტრი თუთბერიძეს კი შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, როცა მეკარესთან პირისპირ
გავიდა და დარტყმის ნაცვლად მეკარის მოტყუება სცადა, თუმცა ამ ეპიზოდში კიპერმა ივარგა
და საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
ქულები დაკარგა საშინაო შეხვედრაში, გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა ჭიათურის
„მაღაროელმა“, რომელმაც ფრედ 0:0 ითამაშა თბილისის „იბერია“-სთან, ხოლო „ბორჯომი“
ბოლო წუთზე გახდა მოწოდების სიმაღლეზე, ხონის „იმერეთი“ 90-ე წუთზე გატეხა და
მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. ლიდერთა შორის დარჩენილ ტურებში უშეღავათო
ბრძოლები იქნება.
მომდევნო მეცხრე ტურის შეხვედრა ლიგა 4-ის წითელ ჯგუფში, ერთ-ერთი ცენტრალური
იქნება, ს.კ. „ბორჯომი“-ს და ზუგდიდის „ოდიში 1919“-ს გუნდებს შორის. აღნიშნულ გუნდებს
შორის მატჩი ბორჯომში 4 ნოემბერს გაიმართება და თამაში 14:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული ლიგა 4 – წითელი ჯგუფი – VIII ტური
„ვიტ ჯორჯია 2“ –„ოდიში 1919“-1:1
მცხეთა, „მცხეთა პარკი“ – 16 ოქტომბერი
გოლი: ზურაბ მალანია (პენ. 21-ე წთ), ამირან ძაგანია (56-ე წთ)
„ვიტ ჯორჯია“: ჩიკაშუა, სვიანაძე, ჩოთალიშვილი, ბოგვერაძე (კოპალეიშვილი 67-ე წთ),
აბულაძე, შეროზია, ბოტკოველი (ძაგანია 46-ე წთ), ნაჭყებია, აბულაძე (აშორდია 55-ე წთ),
გუგბერიძე, შეყილაძე
სათადარიგო შემადგენლობა: მიქიაშვილი, ფილფანი, ჩხიკვაძე, ლაცაბიძე
მთ. მწვრთნელი: გოჩა ერაძე
„ოდიში 1919“: 37. ივარდავა, კილასონია, გოგონაია, თურმანიძე, თოლორაია

Leave a Reply