ლიდერთა დუელი ფრედ დასრულდა…

მიმდინარე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, ლიგა 4-ის წითელ ჯგუფში, ზედა საფეხურზე ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ თითოეულ ტურს მართლაც ოქროს ფასი ადევს. ლიდერთა სამეული ასე გამოიყურება – 1. „მაღაროელი“-12 ქულა, 2. „ოდიში 1919“-11 ქულა, 3. „ბორჯომი“- 10 ქულა – 8 გუნდიან ჯგუფში დაბალ საფეხურებზეც, ქულათა თანაფარდობა რადიკალურად განსხვავებული არაა, აქედან გამომდინარე მომდევნო ტურებში საინტერესო თამაშების მომსწრეები გავხდებით.
რაც შეეხება ამ ჯგუფის ლიდერთა დაპირისპირებას, „ოდიში 1919“ –„მაღაროელი“-ს გუნდებს შორის, მოსალოდნელიც იყო, რომ ეს შეხვედრა დაძაბულ ორთაბრძოლებში წარიმართებოდა. დასაწყისიდანვე მასპინძლები გააქტიურდნენ და საწყისშივე დაწინაურებაც შეეძლოთ, თუმცა გოლის რეალიზაცია ვერ მოხერხდა. თხუთმეტწუთიანი ინტერვალის შემდეგ იმერლები უფრო გააქტიურდნენ და შეიძლება ითქვას, პირველი ნახევარი მათ სასარგებლოდაც წარიმართა. პირველი ნახევრის მიწურულს კი, სტუმრები დაწინაურდნენ. შეხვედრის 37-ე წუთზე, მასინძელთა უხეშის თამაშის გამო, არბიტრმა დავით სანოძემ ზუგდიდელთა კარის მიმართულებით პენალტი უყოყმანოდ დანიშნა და მასპინძლებს არც გაუპროტესტებიათ. თერთმეტრიანი კი ზუსტად ნიკა გაფრინდაშვილმა შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. პირველი ტაიმი, იმერლებმა კარგ განწყობაზე დაასრულეს.
მეორე ნახევრის დასაწყისშივე, ოდიშელთა დამრიგებელმა ბესიკ შეროზიამ ცვლილებას მიმართა და ახალბედა შემტევი გიგა გაბეჩავა შემოიყვანა. მეორე ნახევრის საწყის წუთებზე, სტუმრებს მეორე გოლის გატანა მართებდათ და შესაძლოა სამი ქულითაც დაესრულებინათ თამაში, თუმცა კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს. ამის შემდეგ უკვე მასპინძლებმაც ზეწოლა გააძლიერეს და ყველაზე უკეთ, დიმიტრი თუთბერიძე ათამაშდა – შეხვედრის 71-ე წუთზე, ზუგდიდელთა გოლეადორმა ინდივიდუალირი თამაშის ხარჯზე ანგარიში გაათანაბრა და თამაშს ინტრიგა კიდევ უფრო შესძინა. თანაფარდობის შემდეგ დროც საკმაოდ იყო და მასპინძლებმა კიდევ ერთი ხიფათი შექმნეს, თუმცა ლაშა გოგონაიას დარტყმული მიზანს მცირედით ასცდა. ბოლოსკენ კვლავ დიმითრი თუთბერიძეს შეეძლო სამი ქულის მოტანა საკუთარი გუნდისთვის, მაგრამ მის მიერ ძლიერად დარტყმულს მცველები ზუსტად გაუმკლავდნენ და

Share

Leave a Reply