მიმდინარე ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატზე, ეროვნულ ლიგა 4-ში მეორე წრის სამი შეხვედრა გაიმართა და გუნდები მომდევნო ტურისთვის ემზადებიან. ზუგდიდის „ოდიში 1919“-მა მეორე წრე კარგად დაიწყო და სამ შეხვედრაში მარცხის გარეშეა.
19 ტურის შეხვედრა ოდიშელები საკუთარ სტადიონზე გამართავენ და ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერს სართიჭალას „შტურმს“ უმასპინძლებენ. უნდა აღინიშნოს, რომ სართიჭალელებს 44 ქულა აქვთ და უშუალო მდევარს, თბილისის „ლოკომოტივი 2“-ს 8 ქულით უსწრებს.
„ოდიში 1919“ ზუგდიდი – „შტურმი“ სართიჭალას გუნდებს შორის შეხვედრა, 6 სექტემბერს, „განმუხური“-ს სტადიონზე გაიმართება და თამაში 17:00 საათზე დაიწყება.
Share

Leave a Reply